понедельник, 18 ноября 2013 г.

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება
წყალი_ სიცოცხლეა
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
თემა: სკოლის ტერიტორიაზე არსებული სასმელი წყლის  კვლევა.
პროექტის აქტუალობა
პროექტი აქტუალურია ,რადგან სასმელი წყალი რომელიც სკოლის ტერიტორიაზეა, საეჭვოა რომ მას უერთდება სოფლის მოსახლეობიდან  ჩამდინარე წყლები. აუცილებელია კვლევა, სასმელი წყალი სანიტარულ ნორმებს აკმაყოფილებს თუ არა.
პროექტის მიზნები
წყლის ნიმუშის აღება სხვადასხვა ადგილიდან, ლაბორატორიული დაკვირვება,მონაცემის შედარება,ანალიზი,ანალიზის მიხედვით დასკვნის გაკეთება

მონაწილეთა ასაკი
მეცხრე კლასი
ვადები-ხანგრძლივობა
1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეების მიერ აღებული ნიმუშების  შედარება სტანდარტთან .სურათების გადაღება.ვიდეო მასალის გაკეთება, დაპრეზენტაციის წარდგენა სკოლის საზოგადოების წინაშე.
უნარ-ჩვევები
დაკვირვება,ანალიზი,შედარება,აღწერა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერული ლაბორატორია (ინტერნეტი), გაზომვითი სამუშაოებისათვის საჭირო ხელსაწყოები, ფოტო და ვიდეო აპარატი.საკანცელარიო ნივთები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეები ათვალიერებენ მიმდებარე ტერიტორიას, ახდენენ სოფლის მოსახლეობასთან გასაუბრებას,
ამზადებენ პრეზენტაციებს.
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
კვლ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები .
·         აყალიბებს კვლევის მიზანს;
·         გამოთქვამს  მოსაზრებას/ვარაუდს;
·         არჩევს  მონაცემების  მოპოვების გზებს (მაგ., ცდით, საველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);
·         განსაზღვრავს  კვლევითი აქტივობების თანმიმდევრობას;
·         არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/ აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს;
·         არჩევს მონაცემების აღრიცხვის ფორმებს (ცხრილები, გრაფიკები, სიები, ფოტოები, ჩანაწერები).
  •  
პროექტის ხელმძღვანელი
მაკა შუბითიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий